Accessibility links

logo-print

ბრიტანელი მეცნიერები იწყებენ გამოკვლევას ბავშვის ტვინზე მობილური ტელეფონის შესაძლო ზეგავლენაზე


ბრიტანელი მეცნიერები აპირებენ გამოიკვლიონ - ახდენს, თუ არა რაიმე ზეგავლენას ბავშვის ტვინის განვითარებაზე მობილური ტელეფონისა და სხვა უსადენო ტექნიკის გამოყენება. გამოკვლევა კონცენტრირებული იქნება კოგნიტურ ფუნქციებზე, როგორიც არის - მახსოვრობა და ყურადღება. არ არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ მობილური ტელეფონის რადიო-ტალღები ზეგავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. დღემდე ასეთი კვლევები ძირითადად ზრდასრულებზე ტარდებოდა და ტვინის კიბოს პოტენციური რისკის გამოვლენას ისახავდა მიზნად. ამის გამო მეცნიერებმა ზუსტად არ იციან - არის, თუ არა ამ თვალსაზრისით ბავშვის განვითარებადი ტვინი ზრდასრულისაზე მოწყვლადი.
XS
SM
MD
LG