Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რინატ ახმეტოვმა დონბასის მუშებს მოუწოდა გამაფრთხილებელი გაფიცვისკენ


უკრაინელმა ოლიგარქმა, ჰოლდინგ „სისტემ კაპიტალ მენეჯმენტის“ მფლობელმა რინატ ახმეტოვმა დონბასის საწარმოების თანამშრომლებს მოუწოდა მოაწყონ გამაფრთხილებელი გაფიცვა დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების წინააღმდეგ. ახმეტოვი აღშფოთებულია იმით, რომ დონეცკის ქუჩებში თამამად დააბიჯებენ ავტომატებითა და ნაღმმტყორცნებით შეიარაღებული პირები, იღვრება სისხლი, არაღიარებული რესპუბლიკის მომხრეები კი მაროდიორობენ, ძარცვავენ და იტაცებენ მშვიდობიან მოსახლეობას. „განა ეს მშვიდობიანი ცხოვრებაა?“, - კითხულობს ახმეტოვი. ოლიგარქის მიმართვის საბაბად იქცა სეპარატისტების მიერ დონეცკის რკინიგზის გაკონტროლება და ვითარება მარიუპოლში. ორშაბათს მარიუპოლის მოსახლეობა „მშვიდობის მარშის“ მოწყობას აპირებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც შეიტყვეს სეპარატისტების განზრახვაზე - აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების შესახებ, აქცია გაუქმდა. ტელეარხ „უკრაინის“ ეთერით, 19 მაისს რინატ ახმეტოვმა მოუწოდა ყველა სამუშაო კოლექტივს 20 მაისის შუადღისას გამაფრთხილებელი გაფიცვის გამართვისკენ. ახმეტოვის აზრით, ეს გაფიცვა უნდა დაიწყოს საყვირით დონბასის ყველა საწარმოში. ბიზნესმენი დაპირდა დასაქმებულებს, რომ ასეთი საყვირი გაისმება ყოველდღე, მშვიდობის დამყარებამდე.
XS
SM
MD
LG