Accessibility links

logo-print
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვირუსული მენინგიტის 107 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მოსახლეობას ჰიგიენური წესების დაცვას ურჩევენ. დაავადების თავიდან აცილების გზა კი, განსაკუთრებით სკოლისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, ხელების საპნით ხშირად დაბანაა.

ვირუსულ მენინგიტთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია "მაეტროს“ ეთერში. მინისტრის განცხადებით, საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ვირუსის გავრცელებისგან.

დავით სერგეენკომ საზოგადოება დაამშვიდა, რომ დაავადება აირწვეთოვანი გზით არ გადადის. მინისტრმა მოსახლეობას საერთო სარგებლობის ონკანის მოხმარების წესიც შეახსენა და ურჩია, დაბანის შემდეგ ხელები ქაღალდის ხელსახოცით გაიმშრალონ და ამავე ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით დავით სერგეენკო

დავით სერგეენკო

დაკეტონ ონკანი. რაც შეეხება ვირუსული მენინგიტის მკურნალობის ხარჯებს, სერგეენკოს განცხადებით, ეს პაციენტებს ფინანსურ ტვირთად არ დააწვება და ამაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ მენინგიტის მოვლენები შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან ორ-სამ დღემდე, დაავადება სრული გამოჯანმრთელებით სრულდება. ძირითადად ამ ინფექციით ბავშვები ავადდებიან. ვირუსული მენინგიტი, რომელიც ამჟამად ქვეყანაშია გავრცელებული, ენტეროვირუსითაა გამოწვეული:

„შემთხვევათა უმრავლესობა, როგორც წესი, უსიმპტომოდ მიდის და პრაქტიკულად ჯანმრთელი რჩება მოსახლეობა ან მსუბუქი ფორმებით გამოვლინდება. ეს არის მაღალი ცხელება, შესაძლოა ახლდეს თავის ტკივილი.ზოგადი ინტოქსიკაცია, გართულების შემთხვევები, როგორც წესი, იშვიათია“.

სპეციფიკური მედიკამენტი ამ დაავადების დროს არ ინიშნება, ექიმები, როგორც წესი, სიმპტომურ მკურნალობას ნიშნავენ. ხათუნა ზახაშვილი გვეუბნება, რომ
საჭიროა აბსოლუტურად ყველამ ჰიგიენის ელემენტარული წესები დაიცვას. ეს ვირუსი ფეკალიებთან ერთად გამოიდევნება გარემოში. საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ ყოველ ჯერზე ხელები საპნით უნდა დავიბანოთ, ხოლო კარის სახელურები, ონკანები და ასეთი ხშირად შეხებადი ადგილები უნდა ხშირად გაიწმინდოს...
დაავადების გართულების ფაქტი არ დაფიქსირებულა, მოსახლეობას კი ელემენტარული ჰიგიენური წესების დაცვას ურჩევს:

„საჭიროა აბსოლუტურად ყველამ ჰიგიენის ელემენტარული წესები დაიცვას. ეს ვირუსი ფეკალიებთან ერთად გამოიდევნება გარემოში. საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ ყოველ ჯერზე ხელები საპნით უნდა დავიბანოთ, ხოლო კარის სახელურები, ონკანები და ასეთი ხშირად შეხებადი ადგილები უნდა ხშირად გაიწმინდოს“.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის 24 აპრილის შემდეგ თბილისის სტაციონარებში ვირუსული მენინგიტით მიმართვიანობამ მოიმატა. შემთხვევათა უმრავლესობა თბილისში გამოვლინდა. ენტეროვირუსული ინფექციები ზოგადად ოთხწლიანი ციკლურობით ხასიათდება, 2014 წელს კი მისი გავრცელების მორიგი ტალღა დაემთხვა. 2006 და 2010 წლებში საქართველოში სულ დარეგისტრირდა მენინგიტის 300 შემთხვევა. წელს ამ დროისათვის რეგისტრირებულია 107 ფაქტი.

ვირუსული მენინგიტის ფაქტი თბილისის რამდენიმე სკოლაში დაფიქსირდა, მათ შორის, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის სახელობის ფრანგულ-ქართულ კოლეჯში, სადაც ვირუსი და-ძმას გამოუვლინდა და 20 მაისს სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. სკოლის დირექტორი იზა ჯინჯიხაძე გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, სკოლაში კი უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და სწავლა სამშაბათს განახლდება.

ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე ყველა სკოლაში სწავლის შეწყვეტის აუცილებლობას ვერ ხედავს.
XS
SM
MD
LG