Accessibility links

logo-print

პოლიციამ დააკავა მწერალ მამუკა ხერხეულიძის დაჭრაში ბრალდებული


მწერალ მამუკა ხერხეულიძის დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავა ძველი თბილისის რიონის პოლიციამ. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული პირის მიმართ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. სამინისტროს ცნობითვე, გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მამუკა ხერხეულიძეს შემთხვევის დროს თან ჰქონდა მის სახელზე შეძენა-შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ტარების უფლებაც არ ჰქონდა. გამოძიება ამ ფაქტზეც მიმდინარეობს. 14 მაისს თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე დაჭრილი ხერხეულიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
XS
SM
MD
LG