Accessibility links

logo-print

დარიალის ხეობაში გრძელდება მეწყრის შემდეგ დაკარგული ადამიანების ძებნა


დარიალის ხეობაში გრძელდება მეწყრის შემდეგ დაკარგული შვიდი ადამიანის ძებნა. ისინი საქართველოს, უკრაინის და თურქეთის მოქალაქეები არიან. შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, მდინარე კალაპოტს დაუბრუნდა, რაც მაშველებს ძებნას გაუადვილებს. უამინდობის გამო დარიალის ხეობაში სამძებრო ოპერაცია წუხელ შეჩერდა და დღეს დილის 6 საათიდან განახლდა. ხეობაში რჩება საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილიც. მან დღეს ჟურნალისტებს აცნობა, რომ გრძელდება მდინარის კალაპოტის გაფართოება და სტეფანწმინდის მხრიდან გაიჭრა გზა, რომელმაც სპეციალისტებს მისცა საშუალება დაეწყოთ დაზიანებული გაზსადენის აღდგენა.
XS
SM
MD
LG