Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უმდიდრესი პირი სეპარატისტების წინააღმდეგ აქციების გამართვის მოწოდებით გამოდის


უკრაინის უმდიდრესი მოქალაქე, რინატ ახმეტოვი, გამოვიდა მოწოდებით მშვიდობიანი საპროტესტო აქციები გაიმართოს პრო-რუსული სეპარატიზმის წინააღმდეგ - იმ ფონზე, როცა მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრებიდან თავისი სამხედროების გასაყვანად ემზადება. ახმეტოვის თანახმად, დონბასის რეგიონის „გენოციდს“ გამოიწვევს პრო-მოსკოვურად განწყობილი სეპარატისტების მოქმედება, რომლებსაც ქვეყნის აღმოსავლეთში ბევრ ქალაქში აქვთ დაკავებული ადმინისტრაციული შენობები. თავისი კონტროლის ქვეშ მყოფ ქარხნებს ახმეტოვმა მოუწოდა 20 მაისიდან „მშვიდობიანი გამაფრთხილებელი აქციები“ მოაწყონ და ყოველდღიურად, დღის 12 საათზე მთელ რეგიონში განგაშის სირენა ჩართონ. გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ 20 მაისს განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ სულ მცირე 10,000 ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა.
XS
SM
MD
LG