Accessibility links

logo-print

ბაიდენი რუმინეთს აშშ-ის მხარდაჭერაში დაარწმუნებს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 20 მაისს რუმინეთში ჩადის, რათა უკრაინის კრიზისის ფონზე ბუქარესტი დაარწმუნოს, რომ ამერიკა რეგიონში ჩართული რჩება. ბაიდენის ტურნემ ასევე მოიცვა ვიზიტები უკრაინაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში და პოლონეთში. ბუქარესტში ბაიდენი შეხვდება რუმინეთის პრეზიდენტს, ტრაიან ბასესკუს და სხვა ოფიციალურ პირებს. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს რუმინეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და აშშ-ის და რუმინეთის სამხედროებთან, რომლებიც ერთობლივ წვრთნას ჩაატარებენ. თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენი ხაზს გაუსვამს აშშ-ის „მტკიცე ერთგულებას“ ნატოს კოლექტიური თავდაცვის პირობისადმი და გამოხატავს მადლიერებას რუმინეთის მხრიდან რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. რუმინეთიდან ბაიდენი კვიპროსში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG