Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალკანეთში დატბორილია სახლები და ფერმები


ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სერბიასა და ხორვატიაში 20 მაისის დილით ადრე კიდევ ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან გასული კვირის კოკისპირული წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ კვლავ დატბორა სახლები და ფერმები. ბოსნიაში დაიღუპა სულ მცირე 20 ადამიანი, სერბიაშიც 20, ხორვატიაში - ორი. ბოსნიაში ჩამოწვა მეწყრები, რამაც გაანადგურა სახლები და გზები და შექმნა 1992-95 წლების ომის შედეგად დატოვებული ნაღმების გადაადგილების საფრთხე.
XS
SM
MD
LG