Accessibility links

logo-print

რუსეთის და ჩინეთის ლიდერები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვი და პეკინი საგარეო პოლიტიკის „უფრო მჭიდროდ“ კოორდინირებაზე შეთანხმდნენ, მათ შორის საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში. ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან გამართული შეხვედრის შემდეგ პუტინმა 20 მაისს შანხაიში რუსეთისა და ჩინეთის თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლობას უწოდა მსოფლიოსთვის „უსაფრთხოების სერიოზული ფაქტორი“. ერთობლივ განცხადებაში ორი ქვეყანა გამოვიდა მოწოდებით უკრაინის საკითხის გარშემო უფრო აქტიური რეგიონული და პოლიტიკური თანამშრომლობა შედგეს. ამასთან, ქვეყნები აცხადებენ, რომ გაააქტიურებენ თანამშრომლობას რუსეთში ენერგეტიკის სექტორის და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, გააღრმავებენ ფინანსურ თანამშრომლობას და უფრო ინტენსიურს გახდიან ვაჭრობას თავიანთ ადგილობრივ ფულად ერთეულებში. თუმცა რუსეთს და ჩინეთს ჯერ კიდევ არ გამოუცხადებიათ მულტი-მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმების მიღწევის შესახებ გაზის სფეროში. ეს შეთანხმება რამდენიმე წელია შეფერხებულია ფასებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, თუმცა პუტინი ამბობს, რომ ახლა ის უკვე „ფინალურ ფაზაშია“ შესული.
XS
SM
MD
LG