Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი რუმინეთში ჩავიდა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუმინეთში ჩავიდა, რათა უკრაინის კრიზისის ფონზე ბუქარესტი დაარწმუნოს, რომ ამერიკა რეგიონში ჩართული რჩება. ბაიდენის ტურნემ ასევე მოიცვა ვიზიტები უკრაინაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში და პოლონეთში. ბუქარესტში ბაიდენი შეხვდება რუმინეთის პრეზიდენტს, ტრაიან ბასესკუს და სხვა ოფიციალურ პირებს. მან უკვე მიმართა ამერიკელ და რუმინელ სამხედროებს, რომლებმაც ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს რუმინეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. თეთრი სახლის განცხადებით, ვიზიტის დროს ბაიდენი ხაზს გაუსვამს აშშ-ის „მტკიცე ერთგულებას“ ნატოს კოლექტიური თავდაცვის პირობისადმი და გამოხატავს მადლიერებას რუმინეთის მხრიდან რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. რუმინეთიდან ბაიდენი კვიპროსში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG