Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი რუმინეთს: „გქონდეთ ჩვენი იმედი“


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნატოელ მოკავშირეს, რუმინეთს უთხრა, რომ ამერიკა რეგიონის ერთგული რჩება, უკრაინის კრიზისის ფონზე. ბაიდენი რუმინეთში 20 მაისს ჩავიდა და სიტყვით მიმართა ამერიკელ და რუმინელ სამხედროებს, რომლებმაც ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს ბუქარესტის აეროპორტთან მდებარე ბაზაზე. ბაიდენმა განაცხადა, რუმინეთი აშშ-სთვის სანდო პარტნიორიაო და რუმინეთს ამ სიტყვებით მიმართა - „გქონდეთ ჩვენი იმედი. წერტილი“. ბაიდენის თქმით, ამერიკა ვალშია და მადლობელია იმ რუმინელების, რომლებიც საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში ავღანეთში დაიღუპნენ. ნატოს წევრი ქვეყნები „არასოდეს არიან მარტოო“, დასძინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. უკრაინის კრიზისზე საუბრისას ბაიდენმა განაცხადა, ევროპის საზღვრები „იარაღის მუქარით“ არ უნდა იცვლებოდესო. ბაიდენი შეხვედრას გამართავს რუმინეთის პრეზიდენტთან, ტრაიან ბასესკუსთან, სხვა ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. რუმინეთიდან ბაიდენი კვიპროსში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG