Accessibility links

logo-print

უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების წინააღმდეგ აქცია გაიმართა


უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ დონეცკში პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის ინიციატორიც იყო ამ ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქე, რენატ ახმეტოვი. პარალელურად, მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებიდან თავისი სამხედროების გასაყვანად ემზადება. დონეცკის ცენტრში მდებარე სტადიონზე 20 მაისს 400-მდე აქტივისტი შეიკრიბა, რომლებსაც ახმეტოვის საფეხბურთო გუნდის, „შახტარის“ წარწერიანი მაისურები ეცვათ. აქციის ფარგლებში დღის 12 საათზე რეგიონში მოქმედმა ბევრმა მსხვილმა სამრეწველო ობიექტმა განგაშის სირენა ჩართო. სტადიონზე აღმართულ ეკრანზე აჩვენეს ახმეტოვის მიმართვის ჩანაწერი. ახმეტოვის თანახმად, დონბასის რეგიონის „გენოციდს“ გამოიწვევს პრო-მოსკოვურად განწყობილი სეპარატისტების მოქმედება, რომლებსაც ქვეყნის აღმოსავლეთში ბევრ ქალაქში აქვთ დაკავებული ადმინისტრაციული შენობები: ქალაქებში მაროდიორობა და მშვიდობიანი მოქალაქეების მძევლად აყვანა - რა არის ეს? ეს არის ჩვენი მხარის ბედნიერებისთვის ბრძოლა? არა. ეს ჩვენი მხარის მცხოვრებთა წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლაა. ესაა ბრძოლა დონბასის წინააღმდეგ, ესაა დონბასის გენოციდი. მე არ დავუშვებ დონბასის განადგურებას. მე აქ დავიბადე და აქ ვცხოვრობ“. ახმეტოვი, რომლის ქონებაც 12 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, დონბასის რეგიონში უზარმაზარ სამრეწველო იმპერიას ამუშავებს. გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ 20 მაისს განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ სულ მცირე 10,000 ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა.
XS
SM
MD
LG