Accessibility links

logo-print

აქცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან


20 მაისს ორგანიზაცია „მწვანე მუშტის“ აქტივისტები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეიკრიბნენ. ისინი ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურად ათვისებას ეწინააღმდეგებიან და მიიჩნევენ, რომ ეს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. აქტივისტები შეხვდნენ მინისტრ ხათუნა გოგალაძეს. გოგალაძის თქმით, სამინისტრო ყოველ ღონეს ხმარობს გარემოს მდგრადი განვითარებისთვის. რაც შეეხება დარიალის ხეობას, მინისტრის განცხადებით, დეტალურად შეისწავლიან და დაგეგმავენ იმ ღონისძიებებს, რომლებიც მოსალოდნელ რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს.

XS
SM
MD
LG