Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და ჩინეთმა ვერ შეძლეს გაზზე შეთანხმება


რუსეთი და ჩინეთი ვერ შეთანხმდნენ გაზის შესახებ 400 მილიარდ დოლარად შეფასებულ კონტრაქტზე, რომელზეც ორი მხარე 10 წელიწადზე მეტი ხანია, მუშაობს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 20 მაისს შანხაიში, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კონტრაქტზე მუშაობა „დასკვნით ფაზაშია“ და მოლაპარაკებები გაგრძელდება. პუტინმა ამ საკითხზე განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც რუსეთის და ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა დაიწყეს ერთობლივი მანევრები შანხაის მახლობლად. პუტინის თქმით, მოსკოვი და პეკინი შეთანხმდნენ საგარეო პოლიტიკის უფრო „მჭიდრო კოორდინაციაზე“ საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ჩარჩოებში. იქვე პუტინმა გამოთქვა იმედი, რომ ორი ქვეყნის სამხედრო ძალები გაააქტიურებენ თანამშრომლობას „ახალ ვითარებაში“. ჩინეთის ინფორმაციით, რუსეთის და ჩინეთის 14 გემი მიიღებს მონაწილეობას ერთობლივ ერთკვირიან სამხედრო წვრთნებში.
XS
SM
MD
LG