Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა „მაგნიტსკის აქტით“ გათვალისწინებული სანქციები დაუწესა კიდევ 12 რუსს


აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ სანქციები დაუწესა რუსეთის კიდევ 12 მოქალაქეს, ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდების საფუძველზე. სანქცირებულებს შორის არიან იმ საპატიმროს მმართველები, რომელშიც 2009 წელს გარდაიცვალა სერგეი მაგნიტსკი. მაგნიტსკი კორუფციაში ამხელდა მაღალი რანგის რუს ოფიციალურ პირებს. აშშ-ში 2012 წელს დამტკიცებული კანონით, რომელსაც „მაგნიტსკის აქტს“ უწოდებენ, ვიზებზე უარს ეუბნებიან და აშშ-ში აქტივებს უყინავენ ყველას, ვისაც კავშირი აქვს მაგნიტსკის გარდაცვალებასთან. ცნობების თანახმად, 20 მაისს გამოქვეყნებულ შავ სიაში არ არიან შეყვანილი მაღალი რანგის რუსი ოფიციალური პირები.
XS
SM
MD
LG