Accessibility links

სერბია წყალდიდობის პიკისთვის ემზადება


ბელგრადელი მოხალისეები დღე და ღამე მუშაობენ ქვიშით სავსე ტომრებით წყლის შემაკავებელი 12 კილომეტრიანი ზოლის ასაგებად, რადგან მდინარე სავისა და დუნაის შესართავთან წყლის დონე განაგრძობს მატებას. ბოსნიაში წყლის დონის კლების ფონზე, ბელგრადის მოსახლეობა 21 მაისს კვლავაც ემზადებიან წყალდიდობის პიკისთვის, რომელიც მიმდინარე კვირაშია მოსალოდნელი. ბელგრადის მერმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია სერბიის დედაქალაქი „მზად არის“ გამოწვევისთვის. ექსპერტების პროგნოზით, მომდევნო დღეებში დუნაის დონეც აიწევს, თუმცა ბელგრადში აგებული დროებითი ჯებირების დონეს არ უნდა გადაცდეს. ბოსნიისა და სერბიის ხელისუფლებების წარმომადგენლებმა 20 მაისს მოსალოდნელი ეპიდემიის შესახებ გააფრთხილეს მოსახლეობა. 21 მაისს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი სარაევოში ჩადის.
XS
SM
MD
LG