Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიაში მომხდარი აფეთქებების მსხვერპლი 118-მდე გაიზარდა


ნიგერიის ხელისუფლების ინფორმაციით, 20 მაისის აფეთქებების მსხვერპლის რაოდენობა სულ ცოტა 118-მდე გაიზარდა. აფეთქებები ქალაქ ჯოსის ავტობუსის სადგურსა და ბაზარში მოხდა. პოლიცია აცხადებს, რომ აფეთქებების დროს აღნიშნულ ადგილებში ათასობით ადამიანი იმყოფებოდა. მეორე აფეთქება პირველიდან ერთ საათში მოხდა და მან პირველი აფეთქების შემდეგ ადგილზე მისული მაშველებიც იმსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა, ბოლო დროს მსგავს თავდასხმებს ისლამისტ მეამბოხეთა ჯგუფი „ბოკო ჰარამი“ მიიწერს ხოლმე.
XS
SM
MD
LG