Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოპიეში არეულობა გრძელდება


რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპის ბალკანური სამსახურის ინფორმაციით, მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული ძალადობრივი არეულობა 20 მაისის ღამითაც გაგრძელდა. ახალგაზრდა მაკედონიელები პოლიციას დაუპირისპირდნენ. დემონსტრანტები 20 მაისს, საღამოთი შეიკრიბნენ 19 წლის მაკედონიელი ახალგაზრდის მკვლელობის გასაპროტესტებლად. ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, ალბანელმა მოკლა. 19 მაისს მაკედონიელების ჯგუფმა ალბანელების მაღაზიები და კაფეები დააზიანა. პოლიციამ დაადასტურა, რომ მკვლელობის მუხლით იძიებს საქმეს და რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია. რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპის კორესპონდენტების ინფორმაციით, 20 მაისს სკოპიეს უბანში, სადაც ეთნიკური მაკედონიელები პროტესტს გამოხატავდნენ, ბევრი პოლიციელი იყო. მათ არეულობის მომწყობების წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლმდენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები. დაშავდა რამდენიმე ათეული მოქალაქე. პოლიციამ ჟურნალისტები, მათ შორის რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპის კორესპონდენტებიც, აიძულა წაეშალათ ძალადობის ამსახველი კადრები.
XS
SM
MD
LG