Accessibility links

logo-print

პაკისტანის არმიამ ათეულობით მეამბოხე დახოცა ჩრდილოეთ ვაზირისტანში


პაკისტანის სამხედრო მაღალჩინოსნების ინფორმაციით, 21 მაისს ავღანეთის საზღვართან ახლოს მდებარე რაიონში „დამიზნებითი საჰაერო დაბომბვის“ შედეგად მოკლულია სულ ცოტა 32 მეამბოხე, მათ შორის - „მნიშვნელოვანი“ მეთაურები. ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ფრანს პრესს“ განუცხადეს, რომ 21 მაისს გამთენიისას ჩატარებული სამხედრო ოპერაციის სამიზნეებს წარმოადგენდა ჩრდილოეთ ვაზირისტანში მდებარე „მეამბოხეთა დადასტურებული სამალავები“. ადგილობრივი მედიის ცნობით, პაკისტანის სამხედროებმა 80-ზე მეტი მეამბოხე დახოცეს. მედია იუწყება, რომ ჩრდილოეთ ვაზირისტანში გამოყენებული იყო სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები, მათ შორის, ქალაქებში - მირან შაჰი, მირ ალი და ბოია. ადგილობრივების თქმით, სამხედრო ოპერაციის დროს დაინგრა საცხოვრებელი სახლები და, სავარაუდოდ, ნანგრევებში მოყოლილია ბევრი ადამიანი. ჩრდილოეთ ვაზირისტანში კომენდანტის საათი გამოცხადდა. გადაიდო 21 მაისს დაგეგმილი სასკოლო გამოცდები.
XS
SM
MD
LG