Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურორი დაასახელებს ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში მსჯავრდებულების სასჯელს


21 მაისს მოსკოვის საქალაქო სასამართლოში „ნოვაია გაზეტას“ მიმომხილველ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეზე მიმდინარე პროცესზე პროკურორი დაასახელებს სასჯელის ზომას, რომელსაც ბრალდებულთა მიმართ სამართლიანად თვლის. 20 მაისს ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ ხუთივე განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ნაფიც მსაჯულთა აზრით, ბრალდების მხარემ შეძლო იმის დამტკიცება, რომ სწორედ რუსტამ მაჰმუდოვი იყო მკვლელობის შემსრულებელი. დანაშაული მან ჩაიდინა ორ ძმასთან - იბრაგიმთან და ჯაბრაილთან და ბიძა ლომ-ალი გაიტუკაევთან, აგრეთვე მილიციის ყოფილ თანამშრომელ სერგეი ხაჯიყურბანოვთან ერთად. მსჯავრდებულთაგან ბრალს არც ერთი აღიარებს. ადვოკატები გასაჩივრებას გეგმავენ. „ნოვაია გაზეტას“ რედაქცია ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტით კმაყოფილია. თუმცა, რედაქცია თვლის, რომ საქმის დასრულებაზე ლაპარაკი ადრეა, რადგან მკვლელობის შემკვეთები თავისუფლები არიან. „ნოვაია გაზეტას“ მიმომხილველი ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვში, მისივე სახლის სადარბაზოში მოკლეს.
XS
SM
MD
LG