Accessibility links

logo-print

ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ხელმძღვანელები სკოლებში მენინგიტის შემთხვევებზე იმსჯელებენ


საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის ვირუსული მენინგიტის შემთხვევების გამო, 16 საათზე შეხვედრას გამართავენ საქართველოს ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების ხელმძღვანელები. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ შეხვედრაზე სპეციალისტები შეაფასებენ არსებულ მდგომარეობას და რისკებს და ოპტიმალურ გამოსავალზე იმსჯელებენ. შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა სასწავლო პროცესის შეჩერება, სერგეენკომ უპასუხა, რომ გადაწყვეტილებას არა მხოლოდ არსებული პროტოკოლის საფუძველზე, არამედ რეალური საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 4 დღის განმავლობაში ვირუსული მენინგიტის შემთხვევებზე ცხელი ხაზის მეშვეობით შეტყობინება მიიღეს თბილისის, რუსთავის და ქუთაისის 14 სკოლიდან.
XS
SM
MD
LG