Accessibility links

logo-print

დარიალის ხეობაში გრძელდება 17 მაისს ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ დაკარგული შვიდი ადამიანის ძებნა


დარიალის ხეობაში გრძელდება 17 მაისს ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ დაკარგული 7 ადამიანის ძებნა. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, დაკარგულთა მოძიების გარდა მთავარ ამოცანად რჩება სპეციალურად გათხრილ კალაპოტში მდინარე თერგის სრულად მოქცევა, რათა შესაძლებელი გახდეს დაზიანებული საავტომობილო გზის აღდგენის დაწყება. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ტერიტორია დაგუბებული წყლისგან სავარაუდოდ დღეს დაიცლება, რაც სამუშაოების არეალს გააფართოებს. ამავე სააგენტოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განუცხადა, რომ მაქსიმუმ ათ დღეში განახლდება დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.
XS
SM
MD
LG