Accessibility links

logo-print

ბაიდენი რუსეთს აფრთხილებს, ნუ შეუშლის ხელს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოსკოვი გააფრთხილა, ნუ შეუშლის ხელს უკრაინაში 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებს. ბაიდენმა ბუქარესტში, რუმინეთის პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საჭიროა გადაჭრით მოქმედება მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების განსახორციელებლად და შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს, თუ 25 მაისის არჩევნებს ხელი შეეშლება. ბაიდენმა აღნიშნა ასევე, რომ გრძელდება მუშაობა რუმინეთში მდებარე დევესელუში ანტისარაკეტო სისტემის შემადგენელი კომპონენტის მომავალ წელს გასახსნელად. თავის მხრივ, რუმინეთის პრეზიდენტმა ბაიდენს მადლობა გადაუხადა უკრაინის კრიზისზე აშშ-ის მყისიერი რეაგირებისათვის, რაც გამოიხატა რეგიონში აშშ-ის საჰერო ძალების წარმომადგენლობის გაზრდით.
XS
SM
MD
LG