Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის და ჟოზე მანუელ ბაროზუს შეხვედრა გაიმართება


დღეს ბრიუსელში გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, და ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟოზე მანუელ ბაროზუს, შეხვედრა და მათი ერთობლივი პრესკონფერენცია. დღესვე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრები ევროკომისართა კოლეგიას შეხვდებიან. მხარეები ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაგრძელებას.
XS
SM
MD
LG