Accessibility links

logo-print

„გაზპრომმა“ და ჩინეთმა გაზზე შეთანხმება გააფორმეს


რუსეთის სახელმწიფო მონოპოლისტმა კომპანია „გაზპრომმა“ და ჩინეთმა გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ჩინეთისათვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ეხება. შეთანხმების შესახებ 21 მაისს გაკეთდა განცხადება, შანხაიში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტისას. მემორანდუმში არ არის მოყვანილი ყველა დეტალი, მათ შორის ფასის შესახებ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ რუსეთი ახალი მილსადენის მეშვეობით მომდევნო 30 წლის განმავლობაში წელიწადში 38 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიჰყიდის ჩინეთს. არაფოციალურად, შეთანხმება 400 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. „გაზპრომის“ ხელმძღვანელ ალექსეი მილერის განცხადებით, კონტრაქტით გთვალისწინებული ფასები კომერციული საიდუმლოა.
XS
SM
MD
LG