Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას მოლდავეთის დამოუკიდებლობისადმი


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს დაადასტურა ვაშინგტონის მხარდაჭერა მოლდავეთის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის მიმართ. ბაიდენმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა რუმინეთში ვიზიტისას, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტასთან შეხვედრის შემდეგ. „ჩვენი ქვეყნები ერთად დგანან მოლდავეთის სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის, მისი დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერის საქმეში“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. მოლდავეთი ესაზღვრება ნატოს წევრ რუმინეთს, ისევე როგორც უკრაინას. მას გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან პრობლემებს უქმნის სეპარატიზმი დნესტრისპირეთის რეგიონში, სადაც რუსეთის 1400-მდე ჯარისკაცია განთავსებული. დღესვე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მოსკოვი გააფრთხილა, ნუ შეუშლის ხელს უკრაინაში 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებს.
XS
SM
MD
LG