Accessibility links

logo-print
ავტორი: თამთა ქარქაშაძე





თქვენ გიყვართ სასწაულები,

ჯერ არნახული ამბების მოყოლა და

მოგონილი აპოკალიფსი..

განაწყენებული ღმერთი

და "ცდუნების " დათრგუნვა..

დაკრძალვის ცერემონიები და

ფურცელზე ჩამოწერილი აღსარება..

მე მეშინია..

ვიღებ უშიშარ სახეს და მეშინია

ქუჩაში სიარულის და რობოტული სახეების..

მკლავს ყოველდღიური რუტინა..

დილიდან ღამემდე მასამარებს და

ასე ბანალურად მინდა გაფრენა ..

ოღონდ ორაზროვნად..

როგორც გინდათ ისე გაიგეთ..

თქვენ ალბათ მაინც სასწაულს მიემხრობით

და ფრთებს გამომაბამთ,

არადა მე იქნებ უბრალოდ გაგიჟება მინდა

ფსიქიატრიულში თქვენზე ჭკვიანების შეხვედრის იმედით..

ახლა კი ველი როდის მომაკრავთ დეპრესიულის იარლიყს და

ვიტრინაში გამომდგამთ გასაყიდად..

იქნებ ბრენდების გვერდითაც დავიკავო ადგილი

და მეც მივიღებ სახეს მანეკენურს,

რომელიც მუდმივად იდგება

რადგან არავინ იყიდის ..

შეეშინდებათ, რომ შიგნიდანაც ისეთი შავია, როგორიც გარედან და

მომთხოვენ გაწითლებას , ან გაყვითლებას უარეს შემთხვევაში..

მერე მივეჩვევი ვიტრინაში დგომას, სახეების შესწავლას, იქიდანაც წამათრევთ ,

რადგან არ შეიძლება ადამიანს დაუტოვო ის რასაც მიეჩვია და უკვე მოსწონს კიდეც-

ვაი და ბედნიერება განიცადოს..

დამავიწყდება ლაპარაკიც , სიცილიც , და ბოლოს მაინც ფსიქიატრიული იქნება..

მოვუსმენ "გიჟების" ისტორიებს..

მომიყვებიან: "მამაჩემი იური გაგარინი იყო, მე ჰიტლერის საყვარელი ვიყავი.."

ოღონდ მხოლოდ მოვუსმენ , რადგან , მე ლაპარაკდავიწყებულს იმის თავიც აღარ მექნება,

სასურველი "ტყუილი" მოვუყვე "გიჟებს" და ასე დასამარდება ჩემი ფანტაზიაც..

სიყვარულით მე .

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG