Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაროზუ: პუტინი დაგვპირდა, რომ ხელს არ შეუშლის საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებას


ვროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერებს დაჰპირდა, რომ ხელს არ შეუშლის საქართველოსთან ევროკავშირის მოლაპარაკებას და შეთანხმებებს. ბაროზუმ ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ბაროზუმ დაადასტურა საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა: „მხარში ვუდგევართ დემოკრატიულ, ეკონომიკურად წარმატებულ, ერთიან, სტაბილურ საქართველოს და ევროპის კავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთან პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას“. საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებაზე 27 ივნისს ხელმოწერამდე, ჟოზე მანუელ ბაროზუ 13 ივნისს ეწვევა თბილისს და მონაწილეობას მიიღებს ინვესტირების საკითხისადმი მიძღვნილ კონფერენციაში. მისი განცხადებით, ის, რასაც ევროკავშირის საქართველოს სთავაზობს ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით, მოიცავს შესვლას ევროკავშირის ბაზარზე - მსოფლიოში უდიდეს ბაზარზე. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ისაუბრა ქვეყნისათვის ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე და მადლობა გადაიხადა საქართველოს მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
XS
SM
MD
LG