Accessibility links

სსმ-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ გრიგოლ გოგელია აირჩიეს


საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - გრიგოლ გოგელია, რომელსაც მხარი დაუჭირა საბჭოს ხუთმა წევრმა ორის წინააღმდეგ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად დაკომპლექტებულმა სამეურვეო საბჭომ 21 მაისს პირველი სხდომა ჩაატარა. აირჩიეს აგრეთვე საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - მარიამ მუსხელიშვილი.
საბჭოში ცხრა წევრი უნდა იყოს, თუმცა საქართველოს პარლამენტს საბჭოს მხოლოდ შვიდი წევრი ჰყავს დამტკიცებული.
XS
SM
MD
LG