Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაზპრომმა“ და ჩინეთმა გააფორმეს 400 მილიარდ დოლარად შეფასებული შეთანხმება


რუსეთის სახელმწიფო მონოპოლისტმა კომპანია „გაზპრომმა“ და ჩინეთმა გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ჩინეთისათვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ეხება. შეთანხმების შესახებ 21 მაისს გაკეთდა განცხადება, შანხაიში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტისას. ცნობების თანახმად, „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ ჩინეთთან კონტრაქტი 400 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა და გათვლილია 30 წელიწადზე. მილერის თქმით, ეს არის „გაზპრომის“ ისტორიაში უდიდესი კონტრაქტი. ამასთან, მილერმა უარი თქვა გაზის ფასის გამხელაზე - ამ ინფორმაციას მან კომერციული საიდუმლო უწოდა. შეთანხმების მიხედვით, რუსეთი წელიწადში 38 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის ჩინეთს, ორი ქვეყნის დამაკვაშირებელი ახალი გაზსადენით. რუსეთი და ჩინეთი 10 წელიწადზე მეტი ხანი მუშაობდნენ შეთანხმებაზე, რომელსაც აყოვნებდა უთანხმოება გაზის ფასის გარშემო.
XS
SM
MD
LG