Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიანი ყარაბაღი აცხადებს, რომ ჯარისკაცი მოუკლეს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა


მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ყარაბაღელი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ნათქვამია დე ფაქტო სამინისტროს 21 მაისის განცხადებაში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინიტრო ბრალდებას უარყოფს - აცხადებს, რომ მის ჯარისკაცებს არაფერი აქვთ საერთო მთიან ყარაბაღში ჯარისკაცის სიკვდილთან. აზერბაიჯანის კუთვნილ მთიან ყარაბაღზე სეპარატისტებმა სომხეთის მხარდაჭერით დაამყარეს კონტროლი 1990-იან წლებში აზერბაიჯანთან სისხლისმღვრელი დაპირისპირების შემდეგ. ომმა 30 000-მდე ადამიანი შეიწირა. სეპარატისტები მთიანი ყარაბაღის გარდა აკონტროლებენ მის მიმდებარე რამდენიმე რეგიონს, რომლებიც ასევე აზერბაიჯანს ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG