Accessibility links

logo-print

ამნესტი ინტერნეშნლი პოლიტკოვსკაიას მკვლელების პროცესს არასამართლიანად თვლის


საერთაშორისო უფლება დამცავი ორგანიზაცია, ამნესტი ინტერნეშნლი არ მიიჩნევს სამართლიანად პროცესს, რომელზეც განიხილავენ ჟურნალისტს ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეს. ორგანიზაცის საიტზე ნათქვამია, რომ სამართლიანობა მხოლოდ მაშინ გაიმარჯვებს, როცა დაასახელებენ და გაასამართლებენ, მათ, ვინც მკვლელობა შეუკვეთა. 20 მაისს ნაფიცთა კოლეგიამ დამნაშავედ სცნო ხუთი ბრალდებული, ორგანიზატორები და შემსრულებლები. გაზეთ ნოვაია გაზეტას მიმომხილველი, პოლიტკოვსკაია 2006 წელს მოკლეს მოსკოვში.
XS
SM
MD
LG