Accessibility links

logo-print

რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს დაადებს სირიის შესახებ რეზოლუციას


გაეროში რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ რუსეთი ვეტოს დაადებს უშიშროების საბჭოში რეზოლუციის პროექტს, რომელიც შეეხება სირიის კონფლიქტის საკითხის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარდგენას. ვიტალი ჩურკინმა „სარეკლამო ხერხი“ უწოდა საფრანგეთის მიერ წარდგენილ რეზოლუციას და თქვა, რომ ის ხელს შეუშლის კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარების გზების ძებნას. რეზოლუციის პროექტი ითხოვს, კონფლიქტის ყველა მხარის მიმართ კაცობრიობის წინაშე და ომის დანაშაულის გამო ბრალდებების გამოძიებას. საფრანგეთმა რეზოლუციისთვის კენჭისყრა 22 მაისისთვის ითხოვა. რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და სირიის მოკავშირეა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ შეუძლია სირიის კონფლიქტის გამო გამოძიების მოწყობა გაეროს რეზოლუციის გარეშე, რადგან სირია არ არის სასამართლოს შექმნის ხელშეკრულებაზე ხელის მომწერი ქვეყანა.
XS
SM
MD
LG