Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა გააფრთხილა მოსკოვი - ხელი არ შეუშალოს უკრაინის არჩევნებს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააფრთხილა მოსკოვი - ხელი არ შეუშალოს უკრაინაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს. 21 მაისს, ბუქარესტში, რუმინეთის პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუსთან ერთად გამოსვლისას, ბაიდენმა განაცხადა - „ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცეები“ მოსკოვის მიმართ სანქციების დაწესებისას. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში 25 მაისის არჩევნების ხელის შეშლის შემთხვევაში, რუსეთის მიმართ ახალი, უფრო მკაცრი სანქციები დაწესდება. ჯო ბაიდენი რუმინეთში 20 მაისს ჩავიდა, რათა უკრაინის გამო რუსეთთან დაპირისპირების ფონზე, აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეები დაერწმუნებინა აშშ-ის მხარდაჭერაში. ბაიდენმა აგრეთვე განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია ყირიმში, რომელიც ნატოს წევრი რუმინეთის საზღვრებიდან 350 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს, ადასტურებს, რომ ნატო კვლავაც საჭიროა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რუმინეთს თავდაცვის ბიუჯეტის მთლიანი შიდა პროდუქტის(მშპ) 2%-მდე გაზრდის გამო. მან აგრეთვე განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა მომავალ წელს რუმინეთში აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის ბაზის განთავსებაზე.
XS
SM
MD
LG