Accessibility links

logo-print

სერბია დონორთა კონფერენციას მასპინძლობს


სერბია დონორთა კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება დღეს ბელგრადში გაიხსნება. სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრ ივიცა დაჩიჩის მიერ მოწვეული დონორთა კონფერენცია იმართება იმ დროს, როცა ბელგრადში, მდინარეების - სავისა და დუნაის შესართავთან წყლის დონე პიკს აღწევს. ევროკომისიის წევრმა იოჰანეს ჰანმა, რომელიც რეგიონულ პოლიტიკას უძღვება, განაცხადა, რომ სერბია, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, სავარაუდოდ, მიიღებს დახმარებას ევროპის სოლიდარობის ფონდიდან. დახმარების ზუსტი ოდენობა კი მხოლოდ ზაფხულში განისაზღვრება. წყალდიდობით დაზარალებული ბოსნია-ჰერცეგოვინა არ არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, თუმცა, როგორც ევროკომისარმა განაცხადა, ბრიუსელი ფინანსურ დახმარებას გაუწევს სარაევოსაც.
XS
SM
MD
LG