Accessibility links

logo-print

უკრაინაში ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა სეპარატისტებთან შეტაკებისას


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მომხრე სეპარატისტებთან შეტაკებებისას. სამინისტროს პრესმდივნის, ბოგდან სენკის მონაცემებით, წუხელ რვა ჯარისკაცი დაიღუპა და 17 დაიჭრა დონეცკის სამხრეთით, 20-მდე კილომეტრში უკრაინულ ბლოკ-საშუგაშოზე სეპარატისტების თავდასხმისას. ხოლო ერთი უკრაინელი მოკლეს მეზობელ ლუგანსკის რაიონში, სეპარატისტებთან ბრძოლისას. ამასობაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იარაღით დატვირთულმა რამდენიმე მატარებელმა და თვითმფრინავებმა, რომლებშიც ჯარისკაცები იმყოფებიან, დატოვეს ბელგოროდის, ბრიანსკის და როსტოვის რეგიონები, უკრაინის საზღვრიდან ჯარების უკან დახევასთან დაკავშირებით. ნატო, რომლის შეფასებითაც რუსეთს 40 000 ჯარისკაცი ჰყავს უკრაინის საზღვართან, აცხადებს, რომ არაფერი მიუთითებს რუსეთის ჯარების მასშტაბურ უკანდახევაზე.
XS
SM
MD
LG