Accessibility links

ლუკაშენკო: დასავლეთში ბელორუსიისთვის ისე არავინ იბრძოდა, როგორც მიხეილ სააკაშვილი


დასავლეთში ბელორუსიისთვის ისე არავინ იბრძოდა, როგორც მიხეილ სააკაშვილი და ამიტომ, მისი მადლიერი ვიყავი - განაცხადა ტელეკომპანია Дождь-თან ინტერვიუში ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ. მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს ეუბნებოდა, რომ არასწორად იქცეოდნენ, რადგან ბელორუსია ნორმალური ქვეყანაა, ნორმალური პრეზიდენტი ჰყავს და სანქციები არ უნდა არსებობდეს. ლუკაშენკოს განცხადებით, სააკაშვილი, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, საქართველოში ყოველთვის ეპატიჟებოდა. ბელორუსიის პრეზიდენტის განცხადებითვე, მიწვევაზე უარს ამბობდა, რადგან რუსეთის ხელისუფლება ამას არცთუ კარგად აღიქვამდა და ამიტომ მიხეილ სააკაშვილს სთავაზობდა, გარკვეული დროით მოეცადათ. ლუკაშენკოს თქმით, თუ სააკაშვილი მინსკში ჩასვლას გადაწყვეტს, მას სიამოვნებით შეხვდება.
XS
SM
MD
LG