Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმყოფება ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაცია ტომას მარკერტის ხელმძღვანელობით


თბილისში იმყოფება ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაცია, რომელსაც კომისიის მდივანი ტომას მარკერტი ხელმძღვანელობს. დელეგაცია ორი დღის განმავლობაში გაეცნობა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას და მას რჩევებს და გამოცდილებას გაუზიარებს. ვენეციის კომისიის ექსპერტები დღეს შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობს. უსუფაშვილის განცხადებით, სახელმწიფო კომისია ქვეყნის ფუნდამენტის შექმნაზე მუშაობს, ამიტომ პოლიტიკოსებს, ექსპერტებს და მედიას მოუწოდებს, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდონ და ნუ განიხილავენ პოლიტიკური თუ პიროვნული დაპირისპირების ჭრილში.
XS
SM
MD
LG