Accessibility links

logo-print

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აშშ-ის არმიის სარდალს, დონალდ კემპბელს შეხვდა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას და აშშ-ის არმიის სარდლის, დონალდ კემპბელის შეხვედრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ალასანიამ ამერიკელ გენერალს გააცნო თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები და შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებაში საქართველოს მხარდაჭერისთვის. სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს შემდგომი მონაწილეობის საკითხები. ირაკლი ალასანიამ გენერალ კემპბელს აცნობა საქართველოს გადაწყვეტილება, ევროკავშირის ეგიდით მიიღოს მონაწილეობა სამშვიდობო მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
XS
SM
MD
LG