Accessibility links

ირანი აცხადებს, რომ ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება სავარაუდოდ დათქმულ ვადაში გაფორმდება


ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი აცხადებს, რომ თეირანი და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა სავარაუდოდ შესძლებენ დათქმულ ვადამდე - 20 ივლისამდე - მიაღწიონ საბოლოო შეთანხმებას ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის თაობაზე. „ჩვენ შეგვიძლია ამის მიღწევაო“, უთხრა როჰანიმ ჟურნალისტებს 22 მაისს შანხაიში, სადაც მან უსაფრთხოების რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. 16 მაისს პროგრესის მიღწევის გარეშე დასრულდა ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი ერთი მხრივ ირანს, მეორე მხრივ კი ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, აშშ-სა და გერმანიას შორის. მაგრამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ 21 მაისს განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა 25 აგვისტომდე უპასუხოს მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე შეკითხვების სიას - რომელსაც ის დიდი ხნის მანძილზე უგულებელყოფს. მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას სურს ირანმა შეზღუდოს თავისი ბირთვული ნაბიჯები, ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG