Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვირუსული მენინგიტის გამო სკოლებში დროებით შეიზღუდა სასწავლო პროცესი და დაიხურა საბავშვო ბაღები


დღეიდან 26 მაისის ჩათვლით საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია პირველი 6 კლასის მოსწავლეებისთვის და დახურულია მუნიციპალური საბავშვო ბაღები. ვირუსული მენინგიტის შემთხვევების გამო შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა. ამჟამად სკოლების და საბავშვო ბაღების შენობებში სანიტარულ-ჰიგიენური დასუფთავების გაძლიერებულ ზომებს მიმართავენ. პროცესს მეთვალყურეობას უწევენ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. ბოლო ხანს საქართველოში გამოვლენილია ვირუსული მენინგიტით ბავშვების დაავადების 150-ზე მეტი შემთხვევა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.
XS
SM
MD
LG