Accessibility links

logo-print

ბაქო ერევანს ზავის დარღვევაში ადანაშაულებს


აზერბაიჯანი მისი სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის ახლოს ზავის დარღვევაში სდებს ბრალს სომხეთს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 22 მაისს გაავრცელა განცხადება, რომ სომხეთის სამხედროებმა წუხელ იერიში მიიტანეს ფიზულის რეგიონში მდებარე აზერბაიჯანის ძალების პოზიციებზე, რასაც აზერბაიჯანის სამი სამხედროს დაჭრა მოჰყვა. 22 მაისს გავრცელებულ განცხადებაში მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ მისი ძალები იძულებული იყვნენ აღეკვეთათ აზერბაიჯანის სამხედროთა რიგებიდან „საბოტაჟის მომწყობთა“ შესვლა ტერიტორიაზე, რომელსაც სეპარატისტული რეგიონის ძალები აკონტროლებენ. სეპარატისტული ხელისუფლება 21 მაისს იუწყებოდა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა მათი ერთი სამხედრო მოკლეს - თუმცა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ეს ცნობა უარყო. ბაქოსა და ერევანს შორის გრძელდება კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გარშემო - აზერბაიჯანის ტერიტორიის, რომელზეც კონტროლი ადრეულ 1990 წლებში სომხეთის ძალების მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დაამყარეს.
XS
SM
MD
LG