Accessibility links

ტაილანდის არმიის ხელმძღვანელმა გადატრიალების შესახებ გამოაცხადა


ტაილანდის არმიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მთავრობას ახლა ის აკონტროლებს - მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ კომენდანტის საათი გამოცხადდა. ტელევიზიით გადაცემულ განცხადებაში გენერალმა პრაიუტ ჩან ოჩამ განაცხადა, რომ ხელისუფლებას ახლა არმია ფლობს, რათა ქვეყანაში აღადგინოს წესრიგი და გაატაროს საჭირო რეფორმები. მისი თქმით, დემონსტრანტებს საპროტესტო ადგილებიდან სამხედროები გაიყვანენ და ქვეყნის მართვას ის კომიტეტი განახორციელებს, რომელმაც 20 მაისს კომენდანტის საათი გამოაცხადა. გენერლის ამ განცხადებას წინ უსწრებდა მისი შეხვედრები ტაილანდის მთავრობის და ოპოზიციის რამდენიმე ჯგუფთან. თუმცა შეხვედრის მონაწილეებმა ვერ შესძლეს შეთანხმება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას თვეების განმავლობაში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების საკითხი, ისევე, როგორც კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე ახლახან მთავრობის კოლაფსის პრობლემა. პრაიუტის განცხადებით, არმიის მიერ მთავრობის ფუნქციების აღება არ იმოქმედებს ბანგკოკის ურთიერთობებზე სხვა ქვეყნებთან.
XS
SM
MD
LG