Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალი: რუსეთის სამხედროები კვლავ უკრაინის საზღვრებთან რჩებიან


ნატოს გენერალი აცხადებს, რომ ალიანსმა უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის სამხედროების გარკვეული გადაადგილება აღრიცხა, თუმცა ამ მოძრაობის მასშტაბის ან მნიშვნელობის შეფასება ჯერ ნაადრევია. როგორც ნატოს ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, ფილიპ ბრიდლოვმა განაცხადა, საზღვრებთან კვლავ რჩება „ძალიან დიდი და ძალიან ბევრი შესაძლებლობის მქონე“ კონტინგენტი. ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოსვლისას ბრიდლოვმა თქვა, დარჩენილ ძალებს ზუსტად იგივე შესაძლებლობები აქვთ, რაც ერთი კვირის წინ ჰქონდათო. ბრიდლოვის შეფასებით, უკრაინაში კრიზისის დეესკალაციის მიზნით ერთადერთი სწორი ქმედება ძალების სრული გაყვანა იქნება.
XS
SM
MD
LG