Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლანდიაში და ბრიტანეთში ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო


ჰოლანდიაში და დიდ ბრიტანეთში გაიხსნა საარჩევნო უბნები, სადაც მოქალაქეებმა ევროპარლამენტის წევრები უნდა აირჩიონ. ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნიდან კენჭისყრა პირველად ამ ორ სახელმწიფოში გაიმართება. ოთხდღიანი არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ევროკავშირის ქვეყნების დაახლოებით 400 მილიონ მოქალაქეს. ისინი ირჩევენ 751 დეპუტატს, რომელიც ბრიუსელსა და სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომებში 2014-2019 წლებში მიიღებს მონაწილეობას. ევროპარლამენტში თითოეული ქვეყნისთვის გამოყოფილი მანდატების რაოდენობა მისი მოსახლეობის რაოდენობით განისაზღვრება. ყველაზე მეტი ადგილი აქვს გერმანიას (96). მას მოსდევენ საფრანგეთი (74), დიდი ბრიტანეთი (73) და იტალია (73). მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ყველაზე პატარა ქვეყნებს: კვიპროსს, მალტას, ესტონეთსა და ლუქსემბურგს 6-6 მანდატი აქვთ.
XS
SM
MD
LG