Accessibility links

logo-print

იაცენიუკი გაეროს მიმართავს საგანგებო სხდომის გამართვის თხოვნით


დონეცკი, 2014 წლის 22 მაისი

დონეცკი, 2014 წლის 22 მაისი

უკრაინაში შეტაკებებს სულ მცირე 14 სამხედრო ემსხვერპლა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრ ტურჩინოვის ცნობით, დონეცკის რეგიონში სეპარატისტების თავდასხმას წუხელ 13 სამხედრო შეეწირა. მანამდე თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ მეზობელ ლუგანსკის რეგიონში ერთი სამხედრო დაიღუპა.

თავდასხმები ყველაზე სისხლიანი იყო უკრაინის არმიისთვის მას შემდეგ, რაც მან ექვსი კვირის წინ დაიწყო ოპერაცია პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ, რომლებმაც აღმოსავლეთის ორი რეგიონი „სახალხო რესპუბლიკებად“ გამოაცხადეს.

სამი დღის შემდეგ, 25 მაისს, უკრაინაში მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული. უკრაინის პრემიერ-მინისტრი, არსენი იაცენიუკი რუსეთს ადანაშაულებს კონფლიქტის ესკალაციის მცდელობაში არჩევნების წინ. იაცენიუკმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა უკრაინის კრიზისზე საგანგებო სხდომის გამართვის თხოვნით.

დღეს უფრო ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იარაღით დატვირთულმა რამდენიმე მატარებელმა და თვითმფრინავებმა, რომლებშიც ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, დატოვეს ბელგოროდის, ბრიანსკის და როსტოვის რეგიონები. მოგვიანებით, ჩერნოგორიაში მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედროების გარკვეული მოძრაობები შესაძლოა გასვლისთვის მზადებას ნიშნავდესო. ნატოს შეფასებით, რუსეთს ამ რეგიონში 40 000-მდე სამხედრო ჰყავს დისლოცირებული.
XS
SM
MD
LG