Accessibility links

logo-print

მოსკოვი ალასანიას განცხადებებით შეშფოთებულია


მოსკოვი შეაშფოთა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მოწოდება, საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა. მისი თქმით, თავდაცვის მინისტრი უნდა ზრუნავდეს თავისი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე და მინიმუმ, მხედველობაში უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების პრობლემები და მეზობელი სახელმწიფოები. "თბილისის რეალურ განზრახვებთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები გვიჩნდება, თუ რა აქვთ მხედველობაში და ვისგან უნდა დაიცვას ამ სისტემებმა", – განაცხადა ლუკაშევიჩმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ვაშინგტონში 1 მაისს პირველად გააკეთა განცხადება საქართველოს თავდაცვის საშუალებების გაძლიერების საჭიროებაზე. „ჩვენ დაგვჭირდება მეტი თავდაცვითი - ჰაერსაწინააღმდეგო და ანტისატანკო საშუალებები; ეს არ არის შეტევითი, ეს არის წმინდად თავდაცვითი საშუალებები, მგრამ თუ საქმე საქმეზე მიდგება, ჩვენ გვჭირდება იარაღი ჩვენი თავისუფლების დასაცავად,“- განაცხადა ალასანიამ.
XS
SM
MD
LG