Accessibility links

logo-print

ვლადიმირ პუტინი მიმართავს სანკტ პეტერბურგის ბიზნეს-ფორუმის მონაწილეებს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 23 მაისს მიმართავს სანკტ პეტერბურგში მიმდინარე საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმის მონაწილეებს. ღონისძიებაში მონაწილეობაზე უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკის გამო უარი განაცხადეს რამდენიმე ათეული მსხვილი დასავლური კომპანიის ხელმღვანელებმა. პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ილაპარაკებს გლობალურ ეკონომიკურ პრობლემებზე და მოსკოვის გეგმებზე - როგორ განავითაროს რუსეთის ეკონომიკა „მსოფლიო პოლიტიკაში არც თუ მარტივი ვითარების ფონზე“. 22 მაისს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სანკტ პეტერბურგის ბიზნეს-ფორუმის მიზანია „ნდობის განმტკიცება ცვლილებების ეპოქაში“.
XS
SM
MD
LG