Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის ბანკებმა შეაჩერეს ავღანეთთან აშშ დოლარში ტრანსაქციები


ავღანეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის განცხადებით, ჩინეთის ბანკებმა შეაჩერეს ამერიკულ დოლარში ტრანსაქციები ავღანეთის თითქმის ყველა კომერციულ ბაკთან, რითაც პრობლემები შეექმნა იმ ბიზნესებს, რომლებიც ჩინეთიდან იმპორტს აწარმოებენ. ჩინეთი ავღანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 22 მაისს ავღანეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ნურულა დელავარიმ „როიტერზს“ განუცხადა, რომ ჩინეთის ბანკების გადაწყვეტილება - აღარ განახორციელონ ამერიკულ დოლარში ტრანსაქციები - მყისვე აისახა ავღანეთის ბიზნესზე. დასავლეთის მხარდამჭერების მხრიდან ინტენსიური ზეწოლის მიუხედავად, ავღანეთმა ვერ შეძლო ფულის გათეთრებისა და ტერორისტების დაფინანსების საწინააღმდეგო კანონების მიღება, რითაც დააკმაყოფილებდა მსოფლიო სტანდარტებს. ამან სხვადასხვა ქვეყნის ბანკებს ავღანეთის კომერციულ ბანკებთან ვაჭრობის შეჩერებისკენ უბიძგა. ავღანეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჩინეთის გადაწყვეტილება ამ ტენდენციის ნაწილია.
XS
SM
MD
LG