Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თავს დაესხნენ ინდოეთის საკონსულოს


ავღანეთის პოლიციის ცნობით, დასავლეთში მდებარე ჰერატის პროვინციაში სამი შეიარაღებული პირი თავს დაესხა ინდოეთის საკონსულოს. ორი თავდამსხმელი მოკლულია, მესამე კი 23 მაისს დილითაც აგრძელებდა სროლას ავღანელი სამხედროების მიმართულებით. სამართალდამცავების განცხადებით, ინდოეთის საკონსულოს ყველა თანამშრომელი უვნებელია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ინდოეთმა ხელი შეუწყო ავღანეთში თალიბანის რეჟიმის მმართველობის დასრულებას, დღეს კი ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელია რეგიონში, აგრეთვე აქტიურად არის ჩართული გზებისა და ენერგოსადგურების მშენებლობაში. მთლიანად, ავღანეთის დასახმარებლად ინდოეთმა 2 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო. ავღანეთში ინდოეთის ოთხი საკონსულო მოქმედებს: ჰერატში, მაზარ-ი-შარიფში, ყანდაარსა და ჯალალაბადში. პაკისტანი აცხადებს, რომ ინდოეთი თავის საკონსულოებსა და სამშენებლო პროექტებს საჯაშუშო ოპერაციებისთვის იყენებს.
XS
SM
MD
LG